არტ გალერეა

ხუთშაბათი, 21.11.2024, 10:23
მოგესალმები სტუმარი

რეგისტრაცია
შესვლა

მხატვრული ხელოვნება


მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 29
ნაჩვენებია მასალა: 1-1
გვერდები: 1 2 3 ... 28 29 »

ედგარ დეგა

     ედგარ დეგა (ფრანგი Edgar Degas), სრული სახელი ილერ ჟერმენ ედგარ დეგა (დ. 19 ივნისი, 1834 წელი, — გ. 27 სექტემბერი, 1917 წელი) — ცნობილი ფრანგი მხატვარი და სკულპტურისტი. (Hilaire-Germain-Edgar Degas)

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა

     დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.
     საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. მისი ადრეული პერიოდის პორტრეტები გამოირჩევა რეალიზმით. (მაგ. „ბელელების ოჯახი“, რომელზეც გამოსახულია მამიდა, ბიძა და ორი მამიდაშვილი). 1867 წელს მან დახატა თავისი დისა და ძიძის პორტრეტები — „ცოლ-ქმარი მორბილი“, ნახატი „ენგრისტულია.“ ენგრის ტრადიციებს მიეკუთვნება მისი ისტორიული სურათები. სალონური მხატვერბისგან განსხვავებით იგი უარს ამბობს ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე. დეგა გამოხატავს სურათებს ისე, როგორც ის შეიძლება ყოფილიყო რეალურად. (მაგ. „დედოფალი სემირამიდა ჩამოდის ბაბილონში“ და „სპარტანელი გოგოები იწვევენ შეჯიბრებაში სპარტანელ ბიჭებს“).
     1860 წელს ის ლუვრში აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო ედუარდ მანე, ის კაფე „გერბუას“ ხშირი სტუმარი ხდება. 1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები.
     1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.
     1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი კონუქტივიდი, რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.
  1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება.
     სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას“ უწოდებას. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე. დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.
ედგარ დეგა | ნანახია: 1721 | დაამატა: defaultNick | თარიღი: 09.06.2009 | კომენტარი (0)

1-1 2-2 3-3 ... 28-28 29-29
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
პიერ ოგიუსტ რენუარი [6]
ვინსენტ ვან გოგი [6]
კლოდ მონე [6]
ეჟენ ბუდენი [6]
პოლ სეზანი [4]
ედგარ დეგა [1]
ჟან ფრედერიკ ბაზილი [0]
ედუარდ მანე [0]
ალფრედ სისლეი [0]
კამილ პისარო [0]
რემბრანდტი ვან რეიენი [0]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 139
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0