არტ გალერეა

პარასკევი, 16.11.2018, 16:41
მოგესალმები სტუმარი

რეგისტრაცია
შესვლა

მხატვრული ხელოვნება


მთავარი » სტატიები » პოლ სეზანი

ბიოგრაფიული ცნობარი
პოლ სეზანი

     პოლ სეზანი (ფრანგ. Paul Cézanne) (დ. 19 იანვარი, 1839, ექს-ან-პროვანსი ― გ. 22 ოქტომბერი, 1906, იქვე) ― ფრანგი მხატვარი, რომელმაც იმპრესინონიზმიდან კუბიზმშიგადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა

     მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში, პოლ სეზანი ექს-ან-პროვანსში 1839 წლის 19 იანვარს დაიბადა . იქვე ამთავრებს სკოლას. 1859-61 წლებში ის იურისპრუდენციას სწავლობს ექსში და ამავე დროს აგრძელებს ხატვის გაკვეთილებს, მიჰყვება რა სიყმაწვილის გატაცებას. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის პროფესიად ხელოვნებას ირჩევს და ახლო მეგობარ ემილ ზოლასთან ერთად 1861 წელს პარიზში მიმგზავრება. დროთა განმავლობაში მამამისი დაჰყვა შვილის ნებას და შემდგომში მხარს უჭერდა მის არჩევანს. მოგვიანებით სეზანი მამისგან დიდ მემკვიდრეობას იღებს, რითაც მას კომფორტულად შეეძლო ცხოვრება და მხატვრობის გაგრძელება.
     პარიზში ის ხვდება კამილ პისაროსა და სხვა იმპრესიონისტებს. ისინი ხშირად ხატავდნენ ხოლმე ერთად და სეზანის მომდევნო წლების ნამუშევრებში პისაროს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.

კატეგორია: პოლ სეზანი | დაამატა: defaultNick (08.06.2009)
ნანახია: 1216 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
პიერ ოგიუსტ რენუარი [6]
ვინსენტ ვან გოგი [6]
კლოდ მონე [6]
ეჟენ ბუდენი [6]
პოლ სეზანი [4]
ედგარ დეგა [1]
ჟან ფრედერიკ ბაზილი [0]
ედუარდ მანე [0]
ალფრედ სისლეი [0]
კამილ პისარო [0]
რემბრანდტი ვან რეიენი [0]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 139
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0