არტ გალერეა

ხუთშაბათი, 25.04.2024, 06:47
მოგესალმები სტუმარი

რეგისტრაცია
შესვლა

მხატვრული ხელოვნება


მთავარი » სტატიები » ეჟენ ბუდენი

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 6
ნაჩვენებია მასალა: 1-1
გვერდები: 1 2 3 4 5 6 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით

ეჟენ ბუდენი

     ეჟენ ბუდენი (ფრანგ. Eugène Boudin, დ. 12 ივლისი, 1824 — გ. 8 აგვისტო, 1898) იყო ერთერთი პირველი ფრანგი პეიზაჟისტი, რომელიც ხატავდა პლენერზე. მისი ძირითადი თემაა სანაპიროს ხედები, სადაც ის დიდ ადგილს უთმობდა ცას.


ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა

     ეჟენ ბუდენი დაიბადა მეზღვაურის ოჯახში, ჰონფლერში ჰავრის მახლობლად. ყმაწვილობაში ის მუშაობდა საკანცელარიო მაღაზიაში „ჰავრში“ და გატაცებული იყო ხატვით. ის კარგად იცნობდა კლოდ მონეს, რომელიც თავის კარიკატურებს გამოფენდა ბუდენის მაღაზიაში.

     1835 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ჰავრში. აქ ეჟენი დაუახლოვდა ცნობილ მხატვრებს, როგორებიც არიან: ჟან ფრანსუა მილე, ჟან ბატისტ იზაბეი და ჟან ბატისტ კამილ კორო. ისინი ახალგაზრდა მხატვარს აძლევდნენ სხვადასხვა რჩევებსა და მითითებებს. მონდომებულ ახალგაზრდა მხატვარს ჰავრის მუნიციპალიტეტმა დაუნიშნა სამწლიანი სტიპენდია პარიზში სასწავლებლად. 1859 წელს შედგა ეჟენ ბუდენის დებიუტი სალონში. რის შემდეგად მისი შემოქმედება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მხატვრის შემდგომი ტილოები უკვე მოხვდნენ „განკიცხულთა სალონში“, სადაც იმ დროს მთავარი სალონის ჯიურის მიერ დაწუნული ნამუშევრები იფინებოდა.

     1863 წელს ბუდენი ბევრს მოგზაურობდა, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მან მოინახულა ბრეტანი, ჰოლანდია, ვენეცია. ამ პერიოდში ის ხატავდა მცირე ზომის პეიზაჟებს.

     1857 წელს ეჟენ ბუდენი შეხვდა კლოდ მონეს. ისინი ხშირად მუშაობდნენ ერთად ბუდენის სახელოსნოში.

     1870-იან წლებში მისმა მხატვრობამ იმპრესიონისტების გავლენა განიცადა. მისი პეიზაჟები უფრო ნათელი გახდა, ხოლო მონასმი რბილ გაბნეულ ლაქას დაემსგავსა. 1874 წელს ბუდენმა მონაწილეობა მიიღო იმპრესიონისტების პირველ გამოფენაში. ამის შემდეგ მან არაერთხელ გამოფინა თავისი სურატები პარიზსა და ამერიკაში იმპრესიონისტების სურათების გვერდით.

     ეჟენ ბუდენი 1898 წლის 8 აგვისტოს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეჟენ ბუდენი | ნანახია: 1258 | დაამატა: defaultNick | თარიღი: 08.06.2009 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
პიერ ოგიუსტ რენუარი [6]
ვინსენტ ვან გოგი [6]
კლოდ მონე [6]
ეჟენ ბუდენი [6]
პოლ სეზანი [4]
ედგარ დეგა [1]
ჟან ფრედერიკ ბაზილი [0]
ედუარდ მანე [0]
ალფრედ სისლეი [0]
კამილ პისარო [0]
რემბრანდტი ვან რეიენი [0]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 139
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0